|
2019-07-16 17:42:45, 1804 ნახვა
კომენტარი
პრემიერი კოალიციურ მთავრობაზე: არასდროს ვითანამშრომლებთ იმ ძალასთან, რომელიც დესტრუქციაზეა ორიენტირებული
„ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული მხოლოდ დესტრუქციაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ IRI-ის კვლევებიდან გამომდინარე კოალიციური მთავრობის შექმნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, კოალიციური მთავრობის ალბათობა მმართველი გუნდის ინიციატივამ გაზარდა, რომლითაც 2020 წელს არჩევნები პროპორიული წესით და ნულოვანი ბარიერით გაიმართება. „როდესაც ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე, მით უმეტეს, ბუნებრივი ბერიერის პირობებში, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე არის საკმაოდ დიდი დრო დარჩენილი. ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ერის არჩევანზე. მაგრამ თვითონ საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული, ალბათობას კოალიციური მთავრობის, ნამდვილად ზრდის. აქაც ჩვენ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გავეცით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ აუცილებლად მოხდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარება და ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, ანუ საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამასთან ერთად, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ მძევალი აგრესიული დღის წესრიგისა, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ამან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)