13:23 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-02 12:53:30, 264 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა

საქართველოს ბანკმა საცალო მომსახურების მიმართულებით ახალი ყოველთვიური Subscription ნაკრები — SUPER წარადგინა. ახალი ნაკრები ყოველდღიური საბანკო მომსახურების ხარჯებს, ექსკლუზიურ პირობებსა და გაზრდილ სარგებელს აერთიანებს.

ნაკრების ფარგლებში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სუპერ PLUS Visa ბარათი, რომელიც სპეციალურად ამ ნაკრებისთვის, Visa-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ბარათი მფლობელებს სადებეტო მიმართულებით საცალო ბაზარზე მაღალ PLUS სარგებელს სთავაზობს:

  • საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება;
  • სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (2X PLUS; ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10. 000 PLUS ქულა);
  • მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები კიდევ უფრო მეტი ქულის დასაგროვებლად.

SUPER ნაკრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ვალუტის კონვერტაციის სტანდარტულზე უკეთესი კურსია. მომხმარებლები მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლას ყოველთვიურად 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში შეძლებენ.

ამასთანავე, ნაკრების მომხმარებლები პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მუდმივი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე), ხოლო მობილბანკიდან ტრანზაქციები მყისიერად, 24/7 რეჟიმში აისახება.

SUPER ნაკრების და სუპერ PLUS Visa ბარათის შეკვეთა მომხმარებლებს საქართველოს ბანკის სხვა არხებთან ერთად, მობილბანკიდან მარტივად შეუძლიათ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics