13:22 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-02 12:49:19, 258 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე

2027 წლის ბიუჯეტი არის ბიძინა ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტი, ქართველი ხალხის ხარჯზე, - ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა „ოცნების“ 2027 წლის ბიუჯეტს.

ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ ანაზღაურებას 1 350 ლარით იზრდიან, მაშინ როცა ჩვენს ღირსეულ პენსიონერებს პენსიას მხოლოდ 20 ლარით უზრდიან.

ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, ნულოვანი თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი ცხოვრება ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების შექმნას მოახმარეს.

ჩვენ მოვითხოვთ, ჩინოვნიკების ხელფასების ზრდისთვის გათვალისწინებული რესურსი პენსიონერებს მოხმარდეთ: პენსია გაიზარდოს არა 20, არამედ 40 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის არა 60, არამედ 120 ლარით.

ასევე მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას და ჩვენი სამნაბიჯიანი პროგრამის ამოქმედებას. ეს საწვავის ფასს 30-40 თეთრით შეამცირებს, შეუმსუბუქებს მოქალაქეებს ხარჯებს და ხელს შეუწყობს ფასების სტაბილურობას.

ეს არის ჩვენი მოთხოვნა, მეტი მხარდაჭერა ხალხს და არა მეტი ფული ჩინოვნიკებს!, - განაცხადა ლაშა ფარულავამ. 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics