13:14 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 22:09:04, 3086 ნახვა

კომენტარი
თურნავა: მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის მთავრობას, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის ევროპულ ერად აღიქვამდა

"მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის მთავრობას, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის ევროპულ ერად აღიქვამდა და აღიქვამს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს" პირდაპირ ეთერში გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე,  არამხოლოდ მნიშვნელოვანია  განვახორციელოთ ევროკავშირთან  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები და გათვალისწინებული რეფორმები, არამედ  სასიცოცხლოდ აუცილებელია. 

„ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი ერის არჩევანი და ის დაკვეთა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ასრულებს და შეასრულებს", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგია გადაწყობილი და დაფუძნებულია ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგზე. მისივე განცხადებით, ეს არის ძირითადი სტრატეგიის მთავარი ამოსავალი წერტილი - იქნება ეს განათლების,  სიღარიბის დაძლევისა თუ ბიზნესის განვითარების სფერო.

„არავის უჩნდება კითხვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან, თუ რამდენად წარმატებულად  მივყვებით ამ გზას და ყველა აღიარებს ჩვენს წარმატებას. რა თქმა უნდა, ყოველთვის გაჩნდებიან შიგნით გარკვეული პოლიტიკური ძალები, ვინც თავის მოკლევადიანი კონიუნქტურიდან გამომდინარე, ხან რას დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ და ხან რას. თუმცა  ვფიქრობთ, მოსახლეობა ხედავს, თუ რა არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი - რომ ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორებიც - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი", - განაცხადა ნათია თურნავამ გადაცემაში „მაესტროელებში".

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics