|
2019-07-11 18:13:40, 1010 ნახვა
კომენტარი
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს განათლებაზე ამყარებს
"დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს თავიანთი ქვეყნის სისტემების ნდობა ჰქონდეთ", - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახარიევამ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. ზახარიევამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა პერსპექტივა დაინახონ და ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ. „მე კარგად მახსენდება წინა წლები - ტვინის გამორეცხვის 45 წელი არის ძალიან დიდი პერიოდი და 30 წლის შემდეგაც შემიძლია ვთქვა, რომ დიდი განსხვავებაა ჩვენსა და იმ ქვეყნების მენტალიტეტს შორის, რომელიც არ იმყოფებოდნენ საბჭოეთის ფრთის ქვეშ. დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს, ამიტომ თუ არ იქნება განათლების ხელშეწყობა, მოხდება ტვინების გადინება ქვეყნიდან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ახლაგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების. მათ უნდა დაინახონ, რომ აქვთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ. დღეს ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდები არიან და მათ უფრო მეტი პრობლემები აქვთ. ძველი თაობის ადამიანები, რომლებიც ლიდერები არიან, არ უსმენენ ახალგაზრდებს, როგორც საჭიროა. ისინი კი კარგად აღიქვამენ იმ რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეცვლას მოითხოვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძებნაზე. ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ, რომ დაანახონ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა,“ - განაცხადა ეკატერინა ზახარიევამ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)