12:56 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 15:34:38, 1557 ნახვა

ეკონომიკა
11 ივლისს ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება

11 ივლისს ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში"  აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ღონისძიება ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

ფორუმში 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას მაღალი თანამდებობის პირები. ფორუმის მუშაობაში მონაწილოებას მიიღებენ ასევე საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის  სექტორების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, სადაც ექვსივე მონაწილე ქვეყნის  -  აზერბაიჯანის,  ბელარუსის,  მოლდოვას,  საქართველოს,  სომხეთისა და   უკრაინის კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი. კატალოგი ინვესტორებს ევროკავშირიდან საშუალებას მისცემს,  დეტალურად გაეცნონ მათ და დაინტერესების შემთხვევაში, წარადგინონ საინვესტიციო წინადადებები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს საერთაშორისო, კერძოდ ევროპულ სტრუქტურებში ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ის მაღალი დონის საერთაშორისო ტრიბუნაა ქვეყნის ეკონომიკური და  საინვესტიციო პოტენციალის საპრეზენტაციოდ. ამასთან, ფორუმი საერთაშორისო ინვესტორებს საშუალებას მისცემს,  გაეცნონ  კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს.

 

  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics