13:37 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-07 12:34:19, 281 ნახვა

ეკონომიკა
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები

ირაკლი კობახიძის თქმით, ინვესტიციების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული ამ პერიოდის განმავლობაში. უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის "იგლ ჰილსის" პროექტი, რომლის ჯამური მოცულობა არის 6.5 მლრდ დოლარი. 

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის "იგლ ჰილსის" პროექტი, რომლის ჯამური მოცულობა არის 6.5 მლრდ დოლარი. უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რაც ძალიან დიდი მოგებას მოუტანს, როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე კონკრეტულად სახელმწიფო ბიუჯეტს. მინდა შეგახსენოთ, რომ ერთობლივი კომპანიაა დაფუძნებული, საიდანაც დივიდენდის 33%-ს უშუალოდ მიიღებს სახელმწიფო, რომ დავანებოთ თავი საგადასახადო შემოსავლებს, რომლებიც მიემართება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მომდევნო წლებში განხორციელდება. 

ასევე დაიწყო სხვა მნიშვნელოვანი ძალიან მსხვილი საინვესტიციო პროექტები, „ტრამპ თაუერის" პროექტი, რომლის ჯამური სიანვესტიციო მოცულობა არის 2 მლრდ დოლარი და ა.შ. მთლიანობაში, ფიქსირდება ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან, რაც არის ამ დადებითი ეკონომიკური ტენდენციების და ჩვენი სათანადო, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი", -  განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics