13:37 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-07 12:46:02, 279 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე კორეის რესპუბლიკასთან, ასევე, სერბეთთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან.

„ჩინეთთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოება. გაფართოვდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამას აქვს უკვე კონკრეტული ხელშესახები შედეგი. ეს არ არის მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტები. იანვარ-აგვისტოში, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 177%-ით. იმ შეთანხმებებს, რომლებსაც ჩვენ ვდებთ, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, აქვს კონკრეტული შედეგები და ეს მაჩვენებელი ამის ერთ0ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი ავიარეისების დამატება. კვირაში 14 ავიარეისი სრულდება საქართველოსა და ჩინეთს შორის, რასაც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითჩინეთიდან ინვესტიციები იზრდება. ჩინეთმა დაიკავა პირველი ადგილი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი. ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით. ძალიან აქტიურად ვმუშაობდით შუა აზიის მიმართულებით. სერიოზული ხელშესახები შედეგი გვაქვს. ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე კორეის რესპუბლიკასთან, ასევე, სერბეთთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან. ამ პროცესის დასრულების შედეგად, 120-მილიონიან ბაზარზე იღებს წვდომას ჩვენი ქვეყანა, რაც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტენდენციები ჩვენ გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებას, საგარეო ვალის ყოველწლიურად შემცირების საშუალებას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ყოველწლიურად შემცირების საშუალებას, ზოგადად, ფისკალური კუთხით სწორი მაჩვენებლების შენარჩუნების და უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ეკონომიკურ გუნდს და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics