|
2019-07-10 13:04:04, 1545 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ამ დღეებში საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფოს ბევრის მოთმენა შეუძლია
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას ცნობილი განცხადება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არა ერთი ჟურნალისტის მოფიქრებული, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. "იყო მცდელობები ყველაფერი გადაებრალებინათ ერთი ჟურნალისტისთვის. ეს არის მათი შიდა წესები როგორც ექცევიან თავისივე გუნდის წევრებს - ეს გასაგებია და მე ამ შეფასებებში არ შევალ. საზოგადოებამ დაინახა, რომ რეალურად, ეს პროვოკაცია არ არის ერთი ჟურნალისტის „შეცდომა“ და არ არის ერთი ჟურნალისტის მიერ მოფიქრებული, არამედ მოფიქრებულია „რუსთავი 2“-ის და მისი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ. თალაკვაძემ გაბუნიას განცხადება ნაციონალური მოძრაობის იმ პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა, რომელიც ჯერ კიდევ პარლამენტის შტურმის მცდელობამდე, თვეებით ადრე დაიწყო პარტიამ. "ეს არ არის იზოლირებული ნაბიჯი და ერთეული შემთხვევა - მათი საერთო პოლიტიკის და გეგმის ნაწილია. ჩვენ გვახსოვს წინა თვეებში პირდაპირი განცხადებები დესტაბილიზაციაზე - ამბობდნენ, რომ უნდა აადუღონ ქვეყანა - ესეც ხომ არ იყო მოგონილი სიტყვები? - უნდა ავადუღოთ ქვეყანა, უნდა ავადუღოთ სამეგრელო, გახსოვთ, ხომ ეს ტერმინები? - უკვე თვეებია რაც ეს რიტორიკა და განცხადებები გრძელდება. ეს ბოლო პროვოკაციებიც იყო მათი ამ საერთო ხედვის და გეგმის ნაწილი, რომელიც რეალურად რაღაცის მომტანი ეგონათ. მაგრამ მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფს არავითარ შესაძლებლობას არ მივცემთ დესტაბილიზაციის და არეულობის გზითა და ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებით, საზოგადოების ინტერესების დაზიანებით პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ - ეს იქნება შეუძლებელი", - აღნიშნავს თალაკვაძე. პარლამენტის თავჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფას. "ვფიქრობ, ამ დღეებში საზოგადოებამ დაინახა, რომ სახელმწიფოს შეუძლია ბევრის მოთმენა, მაგრამ სახელმწიფო არ დაუშვებს და არ მოითმენს რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა სცადოს კონსტიტუციური წესრიგის და ადამიანების უსაფრთხოების ხელყოფა. ხაზგასმით მინდა ვთქვა - ვინც გადაკვეთავს წითელ ხაზებს, აუცილებლად მიიღებს სახელმწიფოსგან კანონისმიერ და პრინციპულ პასუხებს. ეს იქნება ასე", - დასძინა მან.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)