|
2019-07-08 23:30:28, 1699 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი - მთავარია, ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ გვქონდეს და ყველას გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული
„მთავარია, ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ გვქონდეს და ყველას გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო - ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა და მსგავსი მოვლენები შეიძლება აწყობდეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მტერს და შესაბამისად, ამაზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იგრძნოს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა და სხვა დაჯგუფებების ხელმძღვანელებმა და ლიდერებმა“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ აქციები პარალელურად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს, შესაბამისად, პოლიციას უწევს დაყოს თავისი ძალები, რომ ყველა ადგილას უზრუნველყოს უსაფრთხოება და ეს მარტივი არ არის. „ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პირმა, რომლებიც აორგანიზებენ, მართავენ, ან სათავეში უდგანან ამ პროცესს, იგრძნონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ასეთ ვითარებაში აქციის გამართვას და ამ პროცესში ნებისმიერი მონაწილის უსაფრთხოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის პირველ რიგში მათი პასუხისმგებლობა. იმედია, რომ ამ პასუხისმგებლობას ყველა აცნობიერებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის მიუღებელია პარლამენტის წინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციაზე გაკეთებული ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები. „პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია აქციის სხვადასხვა ეტაპებზე გაკეთებული მთელი რიგი ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები. მიუხედავად ამისა, რუსთაველის და პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია არავის პირადი და კერძო საკუთრება არ არის. შესაბამისად, სახელმწიფოს გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა თავისი აზრის გამოხატვა მშვიდობიანად შეძლონ. თუ ამ მშვიდობიანობის ზღვარს გადავლენ, შემდგომ უკვე დადგება პასუხისმგებლობა. პოლიცია და სახელმწიფო ამას ცდილობს ამ ეტაპზე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. რაც შეეხება იმ აქციას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვდა, ჩუგოშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას 19 დღეს იცავს და ამ ხნის განმავლობაში არანაირ ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. „ქვეყანაში რა ხდება, ამაზე პასუხისმგებელი ყველა ერთად ვართ - ხელისუფლებაც, მედიაც, მოვლენებს როგორ აშუქებს, ოპოზიცია და პარტიებიც, ის ადამიანებიც ვინც ქუჩაში დგანან და თითოეული მოქალაქე. ეს პასუხისმგებლობა ყველამ ერთიანად უნდა ვიგრძნოთ, იმიტომ რომ ნაწილი ჯგუფების თუ პარტიების ვერ ისვენებდეს, სანამ რაღაც უბედურებას არ დაატრიალებს და მერე იძახდეს, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, ეს არის უპასუხისმგებლო მიდგომა და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
(NS)
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)