13:54 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 16:40:00, 1726 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: ხელისუფლებისა და გავრილოვის გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ შემუშავებულ დადგენილებას ეხმაურება, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლიტიკოსებმა მშვიდობიანი პროტესტი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენეს. 

ხოშტარიას შეფასებით, მმართველი პარტიის წევრებისა და რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა.

„დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია არის უბრალოდ ქვეყნის სირცხვილი, რომელიც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებებს. აქ კიდევ ერთი რამეა ნიშანდობლივი, ორ კონკრეტულ საკითხში პირდაპირ ემთხვევა „ქართული ოცნების“ დაკვეთა რუსულ თხრობას და რუსულ გზავნილებს. ერთი, ეს არის გავრილოვის გზავნილი 21 ივნისის, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, რომელსაც შეუერთდა დღეს "ქართული ოცნების" პროკურატურა, მეორე, ეს არის ცქიტიშვილის განცხადება, რომელმაც დაიწყო დღეს საუბარი, რომ რუსოფობიური განწყობებისკენ მიჰყავთ პარტიებს ეს აქციები, რაც უბრალოდ მტკნარი ტყუილი და რუსეთის დაკვეთაა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics