|
2019-07-04 19:34:03, 2044 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში საქართველო-პოლონეთს შორის ტურისტული ნაკადების გაზრდისა საკითხები განიხილეს
ტურისტული ნაკადების გაზრდისა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა პოლონეთის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩიც ესწრებოდა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. „განვიხილეთ კონკრეტული განვითარების გეგმები, პრიორიტეტი არის სათავგადასავლო, კულტურული, ასევე აგროტურიზმის მიმართულებები, რაშიც პოლონეთს ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს. ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი პარტნიორი, დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები - გერმანია და სკანდინავიის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ტურიზმის კუთხით. შევთანხმდით გამოცდილების გაზიარებაზე, კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე და შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დღეიდან დავიწყებთ გარკვეული შეთანხმებების აღსრულებას" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ალავიძემ. მისივე თქმით, ასევე ძალიან საინტერესო იყო სპატურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა პოლონურ მხარესთან. „დიდი იმედი გვაქვს, რომ აქტიური ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ ტურისტული ნაკადები როგორც პოლონეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პოლონეთი ტურიზმის მიმართულებით ტოპ-ათეულში შემავალი ქვეყანაა და ჩვენი მიზანია, რომ მან გადმოინაცვლოს ტოპ- ხუთეულში. „შესაბამისად, შევთანხდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო რეისების სიხშირეების გაზრდაზე. ასევე შევთანხმდით, გავცვალოთ ცოდნა და ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რადგან პოლონეთი, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულებაა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
(ns)
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)