10:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 19:26:35, 344 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის მუშაობაში წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადების საკითხი. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული დოკუმენტის დროული და ეფექტიანი შემუშავების მნიშვნელობას წლიური ეროვნული პროგრამის რიგით მე-7 ციკლის დროული და წარმატებული დასრულების თვალსაზრისით. 

მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელების სტატუსსა და მათი დროული შესრულების მნიშვნელობაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კონტექსტში, რაც კიდევ უფრო აქტუალურია 2016 წელს, ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის გათვალისწინებით. 

სხდომის ფარგლებში, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი ნატო-ს კვირეულისთვის მზადების საკითხი განიხილეს. კვირეულს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი გაუწევს ორგანიზებას. ნატო-ს კვირეულის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება როგორც დედაქალაქში, ასევე, საქართველოს რეგიონებში. 
  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics