|
2026-05-14 12:13:23, 9419 ნახვა
საზოგადოება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა. 2009 წლის 15 მაისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა და მუშაობა დაიწყო, ონლაინ მედიის ერთ-ერთმა წამყვანმა საშუალებამ.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსმა“ თავის ვებ-გვერდზე ხელოვნური ინტელექტის მომსახურება დაამატა. ამიერიდან სააგენტოს მკითხველები ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ ახალ ამბებს მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე. AI იღებს და თარგმნის ახალ ამბებს ოთხი წამყვანი საინფორმაციო საშუალებიდან. „ეხო კავკაზა“ არის მედიასივრცე, რომელიც ითვალისწინებს კავკასიის რეგიონის ახალ ამბებსს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. ის მიწვდება ინფორმაციას ადამიანებზე, მოვლენებზე და ისეთ თემებზე, რაც ამ რეგიონში ხდება. "ექსპრესნიუსმა" იმ დროისთვის დაამკვიდრა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი, ფაქტი და კომენტარი გაყო ერთმანეთისაგან, რათა მკითხველს უფრო კარგად განესხვავებია მოსაზრებ ფაქტისგან. მკითხველის ინტერესებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე სააგენტოს მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები ზრუნავენ, რომლებიც საკუთარი წყაროებისგან 24 საათის განმავლობაში იღებენ და ავრცელებენ ინფორმაციებს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. სხვადასხვა კვლევით, არაერთი ანგარიშით, რომლელიც გავლენიან და ავტორიტეტულ ორგანიზაციებს აქვთ გავრცელებული „ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ რჩება, სანდო, ოპერატიულ და დაბალანსებულ მედია საშუალებად. მას ენდობიან, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მაღალი კლასის მენეჯერები. მკითხველები. „ექსპრესნიუსი“ 17 წელია აშუქებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც საქართველოში ხდება. არის ახალი ამბების ეპიცენტრში და ცდილობს მკითხველმა მიიღოს, სწრაფი და დაბალანსებული ინფორმაცია. მაღალი ნდობა, ასევე მზარდი რეიტინგი განსაზღვრავს იმას, რომ ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი ფინანსურადაც დამოუკიდებელია და სარეკლამო შემოსავლებით ირჩენს თავს. სააგენტოსთან პარტნიორობენ, საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები, ეკონომიკურად და პოლიტიკურად აქტიური, საქმიანი ადამიანები. ბანკები, ფარმცევტული კომპანიები სხვაასხვა სარეკლამო კომპანიები. საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსზე“ (ExpressNews) ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა, მუშაობის ხელის შეშლა და ფიზიკური თუ ფინანსური დაბრკოლებების შექმნა სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმის პირობებში ფიქსირდებოდა. მედიაორგანიზაციის მიმართ განხორციელებული ძირითადი ქმედებები რამდენიმე ეტაპად იყოფა: 1. ფიზიკური ანგარიშსწორება და დაკავება (2011 წელი)
2. ვებგვერდის პარალიზება და გამოუძიებელი კიბერშეტევა (2017 წელი)
3. ინსტიტუციური ბოიკოტი და ინფორმაციული იზოლაცია (ბოლო წლები)
საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსზე“ (და ზოგადად კრიტიკულ მედიაზე) განხორციელებულ თავდასხმებსა და ზეწოლის ფაქტებს ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად მკაცრი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურებოდნენ. 1. ადგილობრივი მედიაკოალიციების სამართლებრივი შეფასებები საქართველოს „მედია კოალიცია“ (რომელიც ათეულობით წამყვან ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს) და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ამ შემთხვევებს აფასებენ როგორც:
2. უცხოელი დიპლომატების და საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირება საერთაშორისო პარტნიორები „ექსპრესნიუსზე“ ზეწოლას განიხილავდნენ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლის საერთო კონტექსტში:
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)