|
2019-07-03 17:58:43, 1465 ნახვა
კომენტარი
თურნავა: ტურიზმის სექტორიდან მოთხოვნები სამი მიმართულებით ისმის და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ მოგვარებაზე
„მას შემდეგ, რაც ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, პირადად მე, მთელი ჩვენი გუნდი პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონებში დავდივართ და ვხვდებით სექტორს, განსაკუთრებით იმ ტურისტული მიზიდულობის ადგილებში, ვისაც ყველაზე დიდი რისკი დაუდგა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში, მცირე და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ტურიზმის ინდუსტრია წლის ბოლომდე 1 მილიონ რუს ტურისტს ელოდებოდა, თუმცა ახლა მათი ჩამოსვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ნათია თურნავას განცხადებით, სხვა რეგიონებში ბოლო დროს გამართული შეხვედრების მსგავსად, ქუთაისში გამართული შეხვედრის მიზანი იყო, ადგილობრივი ტურისტული ბიზნესისგან მოესმინა მათი მოთხოვნები, რათა სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში გამართული შეხვედრების შედეგების შეჯამება და შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავება მოხდეს. „მოთხოვნები სამი მიმართულებით ისმის: პირველი მოთხოვნაა, რომ მოხდეს სტაბილიზაცია, იყოს მშვიდობა და ამის შესახებ მესიჯი კიდევ ერთხელ მივაწოდოთ მთელ მსოფლიოს - რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ტურიზმისთვის. მეორე მიმართულებაა ფინანსური პრობლემები, რაც ბიზნესს დაუდგა, ესაა ბანკის სესხები, სხვადასხვა გადასახადები, ის შემოსავალი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ, რომ მიიღებდნენ ამ სეზონზე და რომელიც შეიძლება ვერ მიიღონ ამ გართულებული ვითარების გამო. მესამე მიმართულება, რომელიც ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა - ბიზნესი, სასტუმროები, ოჯახები ითხოვენ, რომ დივერსიფიკაციასა და სხვა მიმართულებებზე მუშაობასთან ერთად მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მათ შორის რუსი ტურისტიც არ წავიდეს ქვეყნიდან და ჩვენს ბაზარზე შევინარჩუნოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, სწორედ ეს სამი მიმართულებაა ის დავალება, რომელიც მოდის ტურიზმის ინდუსტრიიდან, მცირე სასტუმროებისგან, ტუროპერატორებისგან და რიგითი ადამიანებისგან და მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მათ მოგვარებაზე.
(NS)
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)