|
2019-07-03 16:27:25, 1382 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: იმიტომ ებღაუჭებიან გახარიას, რომ მეორე გახარიობა და პაიკობა არავის უნდა
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც მისი აზრით, ხელისუფლებას შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა არ სურს. დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება გახარიას შემცვლელს ვერ პოულობს. „ასე კბილებით ჩაბღაუჭება გახარიას გადასარჩენად იმიტომ მიდის, რომ პირველი: - პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემდეგ, აუცილებლად დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არა მარტო გახარიასი, არამედ ყველასი, ვინც იმ დღეს მონაწილეობდა და ბუნებრივია, ეს იქნებოდა დანაშაულის პირველი აღიარება; მეორე: - როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ძალიან ძნელია მეორე გახარიას მოძებნა. როდესაც გემი იძირება, არავინ ცოცხალი თავით იქ ასვლას არ გადაწყვეტს და მეორე გახარიობას ვერავინ ვერ აიღებს საკუთარ თავზე. მითუმეტეს, მათ დაინახეს რა ბედი ეწევა ადამიანს, რომელიც ივანიშვილის ხელში პაიკია და დღეს პაიკობა არავის უნდა. ბუნებრივია, რომ ივანიშვილი არის საგონებელში. მეორეს მხრივ, პირდაპირ რუსული კვალი იკვეთება, რომ გახარიას გადაყენება კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი იქნება რუსეთისათვის, რომელიც დღეს უკვე საქართველოს მთავრობას ბოდიშის მოხდას ავალებს. ფაქტია, რომ რუსეთის მხრიდან არის უკმაყოფილება ივანიშვილის მიმართ, რომელმაც არ გაუმართლა ამ დღეებში იმედები და ფაქტობრივად, სჯიან ივანიშვილს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)