|
2019-07-03 16:10:57, 1554 ნახვა
კომენტარი
ნუკრი ქანთარია: გახარია ეუბნებოდათ სამართალდამცველებს - ითმინეთ, ითმინეთო
„გახარია ვერ იტყოდა, რომ ესროლეთ პირდაპირ ფეხებში, ან არ ესროლოთ თავში, ის მთლიანი შსს-ს ხელმძღვანელია, რომელსაც უამრავი დანაყოფი აქვს თავისი ხელმძღვანელებით, პირდაპირ გახარია იმათ არ ელაპარაკება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. ქანთარია განმარტავს, რომ აქციის დაშლის ბრძანებას შს მინისტრის გარდა სხვა ვერ გასცემდა, თუმცა სამართალდამცავებს კონკრეტულ ინსტრუქციას ის არ აძლევდა. „მოითმინეთ, არ გადახვიდეთ შეტევაზე“ - ეს იყო გახარიას ერთგვარი მოწოდება და „ითმინეთ, ითმინეთ, ითმინეთ“. მაგრამ როდესაც აღარ შეიძლებოდა მოთმენა, ბუნებრივია, რომ გახარია იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. იქ რიგითი წევრი - შევუტიოთო ვერ გასცემდა ბრძანებას და ვერც სამოქალაქო პირი ამ საკითხში ვერ ჩაერეოდა. გახარია, რა თქმა უნდა, ვერ იტყოდა რომ ესროლეთ პირდაპირ ფეხებში, იმ ცნობილი ფილმის არ იყოს, ან არ ესროლოთ თავში. ბუნებრივია, ეს საკითხი არ იდგა. პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი რატომ უნდა დადგეს, როდესაც გახარია არის მთლიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი და მას აქვს უამრავი დანაყოფი, რომელსაც ჰყავს თავისი ხელმძღვანელები და პირდაპირ გახარია იმათ არ ელაპარაკება. ამ ფონზე ახლა „გახარია გადადექი“ აბსოლუტურად მიზანშეუწონელია“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)