|
2019-07-03 13:33:47, 1333 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი - შეიძლება შეიცვალონ მინისტრები, მაგრამ აუცილებელია გამართული სისტემა, რათა ახლებმა ძალას არ გადაამეტონ
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო, აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი განსაკუთრებულად გამოიკვლევს იმ სისტემურ ხარვეზებს, რომელიც შეიძლება შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდეს. ლომჯარია ხაზს უსვამს იმას, რომ თუნდაც ინდივიდუალური პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული მაღალი თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს და სისტემაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. „ჩვენ გვაინტერესებს არა მარტო ინდივიდუალური სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი გადაცდომები, არამედ სისტემური პრობლემების არსებობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიშალოს აქცია და გაეწიოს წინააღმდეგობა ძალადობრივ ჯგუფებს ისე, რომ პოლიციამ ძალას არ გადაამეტოს. შესაბამისად, ჩვენ დავინტერესდებით იმითაც, თუ რას აკეთებს პროკურატურა იმისათვის, რომ გამოიკვეთოს ხომ არ იყო მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაცემული უკანონო ბრძანებები ან რატომ ვერ განხორციელდა სათანადო კონტროლი იმაზე, როგორც იქცეოდნენ იქ ცალკეული პოლიციელები. მიმაჩნია, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს არავის ის გარემოება, რომ მისი თანამშრომლები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. მითუმეტეს, ისეთ სისტემაში, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველას ჰყავს ზედამხედველი პირი და აქციის დაშლის დროსაც უნდა ყოფილიყო გადაცდომების დროულად აღკვეთა და კონტროლი. მეორე მიმართულება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვიწყებთ მუშაობას არის ის, რომ სისტემურად შევაფასოთ, რამდენად გამართული აქვს შსს-ს შიგნით არსებული რეგულაციები თუ პროცედურები. შეიძლება შეიცვალოს მინისტრები და ეს ბუნებრივია, ყოველთვის იცვლებიან მინისტრები და მომავალშიც შეიცვლებიან, არა მარტო მინისტრები, ხელისუფლებები შეიცვლებიან, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გავმართოთ სისტემა იმისთვის, რომ როდესაც მოვა ახალი მინისტრი, გაწერილი იყოს სწორი პროცედურები, რომ თუ მომავალში ხელისუფლებას მოუწევს დაშალოს შეკრება, არ გადაამეტოს ძალას და არ დადგეს ის დრამატული შედეგი, რაც მივიღეთ დარბევის დროს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)