|
2019-07-02 14:29:39, 1313 ნახვა
კომენტარი
ზაზა ხუციშვილი: ასეთ ქაოსში ტყვია სად გავარდა და ვის მოხვდა, ამის დადგენას დრო სჭირდება
„ასეთ ქაოსში, რომელი ტყვია საით გავარდა და ვის რომელი მოხვდა, ამის დადგენა არის ძალიან რთული და გონივრული დრო სჭირდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტი და დეპუტატები დიდი საფრთხისგან დაიცვა. „თუ ვართ სამართლიანები, პირველი დავიწყოთ იმით, რომ არა ის შტურმი 2 საათზე მეტი დროის, არაფერი არ მოხდებოდა, ეს ადამიანები იდგებოდნენ რამდენი ხანიც უნდოდათ და დაიშლებოდა სახლში. მე აქედან ვუყურებდი მოვლენებს და მინდა, გითხრათ, გიორგი გახარიას უწყებამ, ჩვენ პარლამენტი და დეპუტატები დაიცვა ძალიან დიდი საფრთხისგან. აღიარა კაცმა, რომ სადაც მოხდა გადაცდომა და ამის ნიშნები იკვეთება, 10-ს შეუწყდა უფლებამოსილება და 2-ზე იკვეთება სისხლის სამართლის ნიშნები. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ასეთ ქაოსში, რომელი ტყვია საით გავარდა და ვის რომელი მოხვდა, ამის დადგენა არის ძალიან რთული, ამიტომ ამას სჭირდება გონივრული დრო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას პასუხები გაეცემა“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)