|
2019-07-01 19:14:23, 1733 ნახვა
კომენტარი
კალაძე: პირველი, რაც გახარიამ უნდა გააკეთოს, დროული გამოძიებაა
„დროულად უნდა დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც პარლამენტის შენობაზე თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას. “პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის, რომ დროულად მოხდეს გამოძიება იმ ფაქტთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, თუ როგორ ხდებოდა მოწოდებები და როგორ იყო ინიცირებული პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. ეს იყო ძალიან მძიმე და რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ხელისუფლების ცვლილება გადატრიალებით, დამხობით და სამოქალაქო დაპირისპირებებით იმიტომ, რომ ამას ცუდის მეტი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამას აუცილებლად მოჰყვეს დროული გამოძიება და ასევე, დროული გამოძიება უნდა მოჰყვეს იმ კონკრეტულ გადაცდომებს, რაც ხდებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)