|
2019-06-28 18:14:30, 2101 ნახვა
კომენტარი
გახარია: კონტრაქცია მხოლოდ ხელს შეგვიშლის, გარწმუნებთ, მსგავსი რამ საჭირო არ არის
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინ გამართული აქციის კონტრაქციის იდეას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ასეთი აქციები საჭირო არ არის. გახარია სთხოვს მოქალაქეებს, ხელისუფლებას სიტუაციის დასტაბილიზებაში ხელი არ შეუსალონ. „კონტრაქციის შესახებ პირველად მესმის და გეთანხმებით, რომ მსგავსი ღონისძიებები დღეს საერთოდ არ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მე თითოეულ ადამიანს მინდა ადამიანური მადლობა ვუთხრა, მაგრამ ასევე მინდა ვთხოვო, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოთ პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში, მსგავსი აქციები მხოლოდ და მხოლოდ გვიშლის ხელს, რა მოტივითაც არ უნდა ტარდებოდეს ისინი. ამიტომ, მინდა გულწრფელად ვთხოვო მათ და დავარწმუნო, რომ მსგავსი აქციები უბრალოდ არ არის საჭირო. ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ყოველთთვის ვიპოვით გზას და გვექნება საშუალება ვისაუბროთ იმ ენაზე, რომ ერთმანეთს არა აქციებით ველაპარაკოთ, არამედ შევძლოთ კონსრტრუქციულ დიალოგში გადავიყვანოთ ჩვენი საუბრები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)