|
2019-06-28 17:14:20, 1572 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი - ლარის გაუფასურება არასტაბილურიობის ანარეკლია... ვიცი ეს რა ძვირი ჯდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე მწვავედ ისახება და ლარის გაუფასურება სწორედ ამის დამსახურებაა. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ მართალია დაანონსებული ემბარგოსა და ტურისტული ნაკადის აკძალვას ეკონომიკისთვის ჯერ მნიშვნელოვანი დარტყმა არ მიუყენებია, თუმცა ამის მოლოდინი არსებობს. „მე არ მჩვევია პათოსური გამოსვლები, მაგრამ არა მარტო პასუხისმგებლობას ვგრძნობ, არამედ ძალიან მაგრად მტკივა ეს ამბები, რადგან ზუსტად ვიცი, არასტაბილურობის ასეთი ხარისხი რა ძვირი ჯდება. მე კარგად ვიცი ყოველი ლარის ფასი, იქნება ეს ტურიზმიდან თუ ექსპორტიდან. გულწრფელად ვიტყვი - ძალიან მენანება ის, რომ ჩვენ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გაგვიჩნდეს ამდაგვარი მოვლენებით. ჩვენ შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით მატერიალიზებული არაფერი არ არის, მათ შორის არც ემბარგო. ტურისტული ნაკადების შემცირება მინიმალურია, თუმცა მოლოდინები მძიმეა. იმედი მაქვს რომ ეს მოლოდინები არ რეალიზდება სრული მასშტაბით. დღეს ლართან მიმართებაში რაც ხდება, სწორედ ამ მოლოდინების ანარეკლია. ერთმნიშვნელოვნად. მე იმედს ვიტოვებ რადიკალიზმი და ეს ისტერია დაიწევს და ნორმალურ რეჟიმში გადავალთ, მითუმეტეს ამის მოლოდინები არსებობს, იქნება ეს პროპორციული არჩევნების ინიციატივა თუ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში. ეს არის იმის გარანტია, რომ შემდეგი არჩევნები იქნება გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი პოლიტიკური ძალების მიმართ, შესაბამისად არანაირი საფუძველი იმისა, რომ დესტაბილიზაციის ეს ხარისხი იყოს ქვეყანაში, არ არსებობს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)