10:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 14:16:29, 466 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მთავრობის ადმინისტრაციაში ამერიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა, ასევე, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები იყო.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სენატორების ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეხვედრაზე მყოფ სენატორთა უმრავლესობა უკვე მრავალი წელია საქართველოს მეგობარია. ეს არის ამერიკის კონგრესში დემოკრატიის მხარდაჭერისთვის სპეციალურად შექმნილი მექანიზმი. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღეს საქართველოში ჩამოვიდნენ. ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით მიმდინარეობს. ევროატლანტიკურ გზაზე ჩვენ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღეთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, ასევე ვისაუბრეთ დაგეგმილ ნატოს სამიტზეც. როგორც ყოველთვის, ამერიკელი კონგრესმენები ჩვენს გვერდით დგანან და ამ ინიციატივის სათავეებთან იქნებიან ჩვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ამერიკის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics