|
2019-06-28 15:55:39, 2349 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობა იზრდება
ევროკავშირის პროექტის EU4 Business - ის ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაციათა მონაწილეობით გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობს. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე. მისი თქმით, აღნიშნული გეგმის წარმატებით მიმდინარეობა პოზიტიურად აისახა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, გაზარდა მისი კონკურენტუნარიანობა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საქართველოში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ევროკავშირის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელიც აისახება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში. „საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე ევროკავშირთან არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) კონტექსტში და DCFTA-ს ფარგლებში მონიჭებული უპირატესობების სრული გამოყენების თვალსაზრისით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. EU4 Business მხარს უჭერს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მეწარმეობის ხელშეწყობის და კერძო სექტორის განვითარების მიმართულები. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა აღნიშნული კუთხით მოიცავს მრავალ მიმართულებას: მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ახალი ბაზრებზე წვდომას, ასევე ქალი მეწარმეების ხელშეწყობას და აშშ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ბიზნესს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება ევროკავშირის სტანდარტებისადმი ადაპტირებაში.
(NS)
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)