14:24 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-07 13:28:29, 359 ნახვა

სამართალი
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ

სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ გაუპატიურების სკანდალის გახმაურების შემდეგ, ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ციხიდან გიორგი დავითაძის ადვოკატმა მარიკა არევაძემ გამოიტანა.

გიორგი მხნედ გრძნობს თავს, ბრძოლის განწყობაზეა, მხარდაჭერა აქვს პატიმრებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადი სიტუაცია დაძაბულია. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციებს. ამ პროვოკაციებზე პასუხის შემთხვევაში უკვე უსწორდებიან პატიმრებს, როგორც ფიზიკურად, ისე რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა გადაიყვანეს პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში. 

პროვოკაცია სიტყვიერ შეურაცხყოფებში გამოიხატება და ამას აკეთებენ ისე, რომ კამერამ არ დააფიქსიროს სხეულის ენით და ხმოვანი არც არის. ამაზე პასუხი პატიმრების მხრიდან უკვე არის მძიმე და ამას აფიქსირებს კამერა.

ის საგანი, რაც იცით, რომ მან გადაყლაპა, დღის მდგომარეობით მას აქვს ორგანიზმში.  ამბობს და განმარტავს, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებს სამედიცინო მანიპულაციით ამ საგნის ამოღებას, რადგან აპროტესტებს მინიმუმ ადმინისტრაციის და ციხის დირექტორის ისევ თანამდებობაზე ყოფნას და იმას,  რომ ვინც მასზე განახორციელა ზეწოლა და ადამიანური წამება, დღესაც რჩებიან თანამდებობებზე. ისინი ღესაც არიან დაუსჯელები და ამის გამო არ აპირებს სამედიცინო მანიპულაციით ამოიღოს ეს ნივთი, რის გამო მისი ჯანმრთელობა არის საფრთხეში", - ამბობს ადვოკატი მარიკა არევაძე. 

36 წლის მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ (რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია) 2026 წლის 2 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას, საჯაროდ განაცხადა, რომ მასზე ციხის თანამშრომლებმა სექსუალურად იძალადეს. მისი თქმით, შემთხვევა მოხდა 2025 წლის 21 დეკემბერს, როდესაც იგი საპატიმროს წესების დარღვევის მიზეზით ე.წ. „დეესკალაციის ოთახში“ ჩაიყვანეს. დავითაძე ამტკიცებს, რომ მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა იძალადა, მიაყენა ფიზიკური და დამამცირებელი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მან საპყრობილეში სუიციდიც კი სცადა

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics