07:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-16 10:23:36, 1539 ნახვა

სამართალი
შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საგაზაფხულო გაწვევის პირველი ეტაპის 98-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე დაესწრო.

 მან ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცა.

„ვთვლი, რომ სამხედრო სამსახურის გავლა თითოეული ქართველის ცხოვრებაში არის აუცილებელი ეტაპი, როდესაც ის თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის წინაშე და მონაწილეობს ისეთ დიდ საქმეში, რასაც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება ჰქვია. გვსურს, რომ თქვენ, როგორც ამ ქვეყნის საიმედო მომავალმა თაობამ, შესაბამისი წვრთნების შედეგად,  ჯარში მსახურების კარგი გამოცდილება მიიღოთ და  ჯარისკაცისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები შეიძინოთ”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭყოიძე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები,  სხვადასხვა რანგის სამხედრო მოსამსახურეები და  ახალწვეულების ოჯახის წევრები.

ფიცის დადების ცერემონიალზე ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხსოვნას.

ღონისძიებაზე ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 13 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.

ახალწვეულები ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics