|
2026-10-05 11:37:15, 264 ნახვა
სამართალი
ნაცნობის მანქანა და საფულე მოიპარა, შემდეგ ავარია მოახდინა და მიიმალა- პოლიციამ ერთი პირი დააკავა- ვიდეო
პოლიციამ თბილისში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში ნაცნობის კუთვნილი ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა. მოგვიანებით მან ავტოსადგომიდან აღნიშნული ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულმა ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, ავტომობილი ადგილზე მიატოვა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)