11:53 - 12 May, 2026
|
2019-01-10 14:27:53, 689 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერები ვენესუელაში ჩავიდნენ
ოკუპრებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი კარაკასში იმყოფებიან, სადაც ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრებიან, - ამის შესახებ "რესი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ნიკოლას მადუროს შეხვდებიან. მანამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, ქვეყნის ყოფილი ლიდერის უგო ჩავესის ხსოვნას პატივი მიუგო. მისივე განცხადებით, "უგო ჩავესი გამორჩეული ლიდერი იყო, რომლის დამსახურებითაც ვენესუელამ რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა". ცნობისთვის, ვენესუელამ საქართველოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში ცნო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)