05:09 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-23 14:51:58, 1850 ნახვა

პოლიტიკა
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ

პრაგმატული მიდგომიდან და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამაზე არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო.

„მათ შორის, შუა დერეფნიდან და იმ ეკონომიკური კავშირებიდან გამომდინარე სადაც უაღრესად დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიბრუნებთ იმ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი იყო, სხვადასხვა კულტურებისა და ერების დაკავშირებადობას. რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ევროკავშირის წარმომადგენლობა უნდა დაფიქრდეს.
ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ყოველთვის არის მათ საპასუხოდ. ასეთი განცხადებების ინიციატორები ჩვენ არასდროს არ ვართ ხოლმე, მაგრამ როდესაც თავდასხმაა, ამ თავდასხმას და ტყუილების გავრცელებას აუცილებლად ვპასუხობთ ხოლმე.

ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ თანასწორუფლებიანი ქვეყანა. შემდგარი ქვეყანა ვართ და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს და მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გორდულაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics