|
2026-09-23 14:49:11, 1702 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რუსები წლების, საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, არანაირი ეთნიკური კონფლიქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. როგორც წითლიძემ აღნიშნა, იცნობს ძალიან ბევრ აფხაზს, რომელთაც უყვართ ქართველები და ქართველებს, რომელთაც უყვართ აფხაზები, ამიტომ განზოგადებას ვერ გააკეთებს. „აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა. რუსები მუშაობდნენ ზუსტად იმ მიმართულებით, რომ შეექმნათ კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის. რა თქმა უნდა, აფხაზების აღქმაში ჩვენ ახლა ვერ ვიქნებით იდეალისტები და ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, ყველას უყვარს ქართველები და ქართველებსაც უყვართ აფხაზები, რეალობას უნდა შევხედოთ. თუმცა, ვიცნობ ძალიან ბევრ აფხაზს, მათ შორის ჩემს ნათესავებს, რომლებსაც უყვართ ქართველები, ახსოვთ ქართველებთან თანაცხოვრება, წარმოუდგენიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთთან ერთად. ამიტომ, ჩემთვის იმედია აფხაზეთში მცხოვრები მსგავსი აფხაზები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს განწყობა. ამას სჭირდება სწორი პოლიტიკა და სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც 14 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, ნაბიჯი არ გადაუდგამს „ქართულ ოცნებას“. სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, როგორ შევძლოთ ჩვენი ურთიერთობა არა წარსულის შეცდომებზე, არამედ კარგ ნიადაგზე. მე ვიცნობ ისეთ აფხაზებს, რომლებსაც უყვართ ქართველები და პირიქითაც, ამიტომაც ვერ განვაზოგადებ“, – განაცხადა წითლიძემ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)