|
2019-01-03 16:43:25, 805 ნახვა
რეგიონი
რა შეიცვალა 2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში
2019 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტთან შეადრებით - 894 130 ლარით გაიზრდება და 17 722 635 ლარს შეადგენს. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს. მოსახლეობის მომართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით 2019 წლისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: „მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამით დაიგეგმა ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება (სულ 10 პაციენტისთვის). ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება პაციენტების დაფინანსება 15 000 და ნაცვლად 50 000 ლარისა გახდება 65 000 ლარი. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს პირველად დაუფინანსდებათ:
გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტი). თითეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი შეადგენს 25 000 ლარს. ,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით” გაიზრდება ბენეფიციარების დაფინანსების ზღვრული ტარიფი (დაფინანსების არსებული პროპორციების დაცვით) და ნაცვლად 15 000 ლარისა გახდება 25 000 ლარი. „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამით განხორციელდება ძვირადღირებული (რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს -15 000 ლარს) ქირურუგიული ოპერაციული მკურნალობის (როგორც გეგმიური ასევე ურგენტული) თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. გაიზრდება ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით და გახდება 400 000 ლარი. “ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ პროგრამაში მოიმატა ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი (5000 ლარით) და გახდება 15 000 ლარი. ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი. სოციალური დაცვის მიმართულებით ამოქმედდა 2 ახალი პროგრამა, კერძოდ:
გაფართოვდა მართოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, 2019 წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები. ასევე, გაიზრა სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.
(NS)
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)