|
2018-09-19 10:37:41, 3099 ნახვა
ეკონომიკა
OPIC-ის პრეზიდენტი - საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ
საქართველო ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის, - ამის შესახებ OPIC-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კაპიტალდაბანდებისთვის OPIC-ი ამჟამად რამდენიმე პორტის თემას განიხილავს. "სამაცივრე მეურნეობებშიც გვსურს ინვესტიციების განხორციელება. საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც გვსურს საქმიანობის განვითარება. ამდენად, ძალიან აქტიურნი ვართ. სამომავლო პროექტები განიხილება ამჟამად და ძალიან გვახარებს ქვეყნის მიერ მიღწეული წინსვლა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. ჩვენი პრიორიტეტებია ლოგისტიკა და საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ. ეს თემა ჩვენთვის ძალიან აქტუალურია. ლოგისტიკა, ტურიზმი, საქონლის ტრანსპორტირების ცივი ჯაჭვი, სამაცივრე მეურნეობები. მიგვაჩნია, რომ ეს აგრარულ სექტორსაც და ექსპორტსაც წაადგება", - განაცხადა რეი უოშბერნმა. მისი თქმით, პრემიერისგან მიიღო ინფორმაცია ტურიზმის მზარდი ციფრების შესახებ და შესაბამისად იზრდება სასტუმროებზე მოთხოვნაც და OPIC-ი ამ მიმართულებითაც იაქტიურებს.
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)