|
2018-09-18 13:19:40, 2275 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია - მსოფლიო ბანკის დახმარებით, საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ვიმუშავებთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონსა და აღნიშნული ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები და სამოქმედო პროგრამა განიხილეს. „ვისაუბრეთ იმ დახმარებაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი გვიწევს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ფასეულია და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, საჯარო მომსამსახურეთა კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების თემა იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დახმარება უფრო ეფექტიანად გამოიყენოს, აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება. „ამისთვის საჭიროა პირობების შექმნა, რომ უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ხალხი მოვიზიდოთ სახელმწიფო სამსახურში, ისინი მოვამზადოთ, მივცეთ მეტი განათლება და ჩავუტაროთ ტრენინგები, რათა მათ ბევრად უფრო კვალიფიციური და ხარისხიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ იმ დახმარებისგან, რომელსაც მსოფლიო ბანკი და სხვა ორგანიზაციები გვაძლევენ. მსოფლიო ბანკი გვთავაზობს კონსულტაციების გამართვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება საჯარო სამსახურში მოხელეების კვალიფიკაციის საგრძნობ ზრდას მივაღწიოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და გიორგი ჩერქეზიშვილი.
(NS)
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)