|
2018-09-15 13:34:57, 3158 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთში საავიაციო ფორუმ „WORD ROUTES 2018“- ზე საქართველოს ქეთევან ალექსიძე წარადგენს
15-18 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ გვანჯოუში ყოველწლიური ავიაფორუმი ’WORD ROUTES 2018“ რიგით 24-ე ყოველწლიურ საავიაციო ფორუმში მონაწილეობას მსოფლიოს 110 ქვეყნის 3 ათასზე მეტი დელეგატი მიიღებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან 700 მეტი აეროპორტის, 300 ავიაკომპანიისა და 130 ქვეყნის ტურიზმის სფეროს ხელმძღვანელი პირები. საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე უხელმძღვანელებს. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე, მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მსოფლიო საავიაციო ფორუმში უკვე მეშვიდე წელია მონაწილეობს. წელს, ‘’WORD ROUTES 2018“ წარსადგენად მნიშვნელოვანი პროექტები მიგვაქვს. საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გვექნება პრეზენტაციები, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტებით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი პოტენციალი წარმოვაჩინოთ", - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ. საავიაციო ფორუმზე წელს, პირველად მიიღებს მონაწილეობას ქართული ავიაკომპანია "MY WAY AIRLINES”. ოთხდღიან ფორუმზე გაიმართება პირისპირ შეხვედრები აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის, რათა საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიამიმართულებებს. ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე აეროპორტების, ავიაკომპანიების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
(NS)
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)