23:33 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 12:31:31, 431 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თავდაცვის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს არც ერთი თეთრი არ მოაკლდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული საუბარი არ ყოფილა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, 10 ივნისამდე ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტს წარადგენენ. თუმცა, მანამდე ხიდაშელი აცხადებს, რომ თავდაცვის  ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს არც ერთი თეთრი არ მოაკლდება.

"ბიუჯეტის კორექტირებაზე რაიმე კონკრეტული საუბარი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა იქიდან  გამომდინარე, რომ ყველა სამინისტროს აქვს დავალებული, წარმოვადგინოთ ჩვენი ვერსიები, 10 ივნისამდე  განისაზღვრა ეს ვადა და შესაბამისად, 10 ივნისამდე წარმოვადგენთ ინფორმაციას. ერთი რამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი თეთრი თავდაცვის ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს არ მოაკლდება.თუკი იყო იქ გათვალისწინებული რამე, მაგალითად, რბილი ავეჯის შესაძენად, ამას აღარ ვიყიდით",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ  ხადურს დაავალა,  10 ივნისამდე ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი  წარმოადგინოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics