|
2018-08-08 16:43:07, 847 ნახვა
კომენტარი
ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი ჭანტურიას ბრალეულობაზე: გამოძიებას ვენდობი
„შსს-მ იმუშავა და აქვს რაღაც მტკიცებულებები და ეგრე სულელივით ხომ არ დაადებს ბრალს?“, - ამის შესახებ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორმა მამუკა ცხოვრებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა ცხოვრებაძე გამოძიებას ენდობა და ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც დღეს გენერლის მკვლელობის მოტივად დასახელდა. „ბევრჯერ ყოფილა აქ, უბრალოდ იმ დღეს მე არ მინახავს, თორემ ბევრჯერ ყოფილა. მაგალითად, ნოემბრის თვეში მოხდა კონფლიქტი, იყო ეგეთი რაღაც. მე როცა შევეკითხე, მეორე დღეს, მე იმ დღეს არავინ არ მინახავს, თქვენც იმ აზრზე დადგებოდით... ერთად შევიდნენ, ადამიანი სიკვდილის წინ ერთად არიან რაღაც დროის განმავლობაში, იქ სხვა არავინ არ ყოფილა და არ ვიცი, თქვენ რას იფიქრებთ. ამიტომ ვფიქრობდი და ახლა ალბათ გაამყარა შსს-მ, იმუშავა და აქვს რაღაც მტკიცებულებები და ეგრე სულელივით ხომ არ დაადებს ბრალს?“, - აღნიშნა მამუკა ცხოვრებაძემ. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)