|
2018-08-08 16:06:42, 1014 ნახვა
კომენტარი
გიორგი ჭანტურიას ადვოკატი: გენერალი ქუთათელაძე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს
„მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა გიორგი ჭანტურიას მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი, არ არსებობს“, - ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადკოკატმა, ანი კეკენაძემ რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციასთან ყოფნის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას საქმის მასალები არ გადასცეს და ამის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ ასლები ჯერჯერობით არ არის გადაღებული. „გიორგი ჭანტურია აცხადებს იმას, რომ მას არ მოუკლავს სამსონ ქუთათელაძე და მას მკვლელობის საქმესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. მტკიცებულებები საქმეში, რომელიც დაადასტურებდა გიორგი ჭანტურიას მიერ მკვლელობის ჩადენას, არ არსებობს. ის აღნიშნულ დანაშაულში არის აბსოლუტურად უდანაშაულო, უმოტოვოდ დაკავებული, რასთან დაკავშირებითაც, ჩვენ ვერსიებს შემოგთავაზებთ, მას შემდეგ, რაც უკვე გავეცნობით საქმის მასალებს. ვინაიდან მოწმეების ძირითადი ნაწილი გამოკითხულია იანვრის თვეში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკვე მათ შეცვლილი აქვთ ჩვენებები ისიც პოლიციის ზეწოლის მიერ, ჩადებულია იარაღებიც“, - აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)