|
2018-08-07 10:51:08, 735 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია არის ძლიერი, ქართული სახელმწიფოს მშენებლობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა, საქართველოს ხელისუფლებისა და მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, რისი გამოხატულებაც არის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მათი ვიზიტი საქართველოში. "10 წლის წინ რუსეთმა კიდევ ერთი აგრესია განახორციელა საქართველოს, ქართული სახელმწიფოს მიმართ, დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ქართულ ოჯახს, ვინც დაკარგა შვილი, დედა, მამა, ძმა, ნათესავი თუ მეგობარი. საქართველოს ტერიტორიის 20% სამწუხაროდ ჯერ ისევ ოკუპირებულა და ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ამაზე ჩვენი პასუხია ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და ძლიერი საზოგადოების, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერისთვის. ისინი, როგორც 10 წლის წინ, დღეს დგანან ჩვენს გვერდით. ისინი ჩვენს გვერდით იდგნენ ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)