|
2018-08-03 13:36:40, 723 ნახვა
კომენტარი
გახარია: სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია - ეს კვალიფიკაციის შესაცვლელად საკმარისია
ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალოს, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის კითხვას. ოთარ კახიძე დაინტერესდა თვლიდნენ თუ არა გიროგი გახარია და ირაკლი შოთაძე, რომ დასაწყებია გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს მირზა სუბელიანი ხომ არ იყენებდა სამსახურეობრივ მდგომარეობას ან პირად ნაცნობობას იმისთვის, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის. „იმისთვის, რომ თქვენს თეორიულ შეკითხვაზე რაიმე გადაწყვეტილება მივიღოთ, პირველ რიგში უნდა დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საბალოო შედეგსა და მირზა სუბელიანის იმ აქტივობებს, რასაც თქვენ აფასებთ შეფასებითად იმ კითხვებზე, რომელზეც მე გიპასუხეთ. მეორე: რეალურად, მირზა სუბელიანი, რომელიც არც ვიცოდი მაშინ ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მაგრამ მას ამ საქმესთან ვინც აკავშირებს - შვილი და მისი ნათესავები, არიან მცირე ერთეულები იმ მცირეოდენი ადამიანებისა, ვინც თანამშრომლობდა მაშინაც და დღესაც გამოძიებასთან. ხომ მეთანხმებით ამაში? მესამე: რეალურად, დაველოდებით თქვენს კომისიის დასრულებას, რომლის ძირითადი მიზანიც გახლავთ, ამიტომ ვთანამშრომლობთ ჩვენ ასე ტრანსპარანტულად თქვენთან, რომ გამოვავლინოთ ის შესაძლო დარღვევები პროცედურული, ან გადამეტება და ა.შ. და ამის შემდგომ ვიმსჯელებთ თქვენთან ერთად ამ საქმეზე. ამ ეტაპზე მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება არის დაწყებული და ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, რაზეც მეც ვისაუბრე და თქვენც ისაუბრეთ, რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)