|
2018-07-27 12:18:36, 848 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე გარემოსდაცვითი კონცეფციის - „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციას გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ახალ გარემოსდაცვით კონცეფციას - „მწვანე ეკონომიკას" წარადგენს. პრემერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის „მწვანე ეკონომიკის" პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. დეტალებზე პრემიერ-მინისტრი დღეს ისაუბრებს. „გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყანაში დღეს არსებული გამოწვევები, წლების განმავლობაში აღნიშნული სფეროს დერეგულაციამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგოს და გამკაცრდეს გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. გარემოსდაცვითი კონცეფციის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 27 ივლისს, 20:00 საათზე, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის" ტერიტორიაზე გამართავს.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)