22:35 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 11:54:05, 373 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: მოქალაქეების წინაშე ყოველ წუთს უნდა ვგრძნობდეთ თავს ანგარიშვალდებულად

„მოქალაქეების წინაშე ყოველ წუთს უნდა ვგრძნობდეთ თავს ანგარიშვალდებულად“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა  „ღია მმართველობის  პარტნიორობის“ ევროპის  რეგიონული კონფერენციის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა,   ძალიან მნიშვნელოვანია მმართველობით პროცესში მოქალაქეების ჩართვა და მათი ინფორმირებულობა. 
 „ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს მმართველობის სისტემაში ძალიან სერიოზული გარღვევის დასაწყისი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოსთვის მმართველობა უნდა იყოს ღია, ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის. ჩვენ, ვისაც მონდობილი გვაქვს საზოგადოების საქმეების გადაწყვეტა, ყოველ წუთს და ყოველ წამს უნდა ვგრძნობდეთ თავს ანგარიშვალდებულად ჩვენი მოქალაქეების წინაშე და უნდა ვცდილობდეთ, არა მხოლოდ ინფორმირებას, არამედ მათ ჩართვას მმართველობით პროცესში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics