|
2018-07-25 15:01:24, 807 ნახვა
კომენტარი
გიორგი გაბიტაშვილი: გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით მ.კ.-ს დანაშაული არ იკვეთება
მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით მ.კ.-ს დანაშაული არ იკვეთება. როგორც გაბიტაშვილმა აღნიშნა, პროკურატურას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოთხოვილი აქვს. „მოწმე როდესაც ერთვება ამ პროცესში, რასაკვირველია ის ხედავს ყველაფერს. თქვენ არ გისაუბრიათ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - თქვენ როგორ ფიქრობთ? რა მიზეზობრივი კავშირია მ.კ - ს ქმედებასა და დამდგარ ქმედებას შორის? მ.კ. - ს ხელის დარტყმასა და დამდგარ შედეგს შორის არანაირი კავშირი არ არის. დავით სარალიძის დაჭერა არ მომხდარა იმ გარემოებებში, რომ სარალიძე ცდილობდა გაქცევას და ეს დაჭერა იყო მისი შემაფერხებელი გარემოება. არ ყოფილა მისი ქმედების შემზღუდველი. მე ამიტომ მიმაჩნია, რომ გამოძიების ეტაპზე არსებული მტკიცებულებები მ.კ - ს ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, დანიშნული გვაქვს ექსპერტიზები და უნდა გავაანალიზოთ სასამართლოზე მიცემული ჩვენებები, რაც მოგვცემს ახალ, საერთო სურათს“, - აღნიშნა გაბიტაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)