|
2018-07-25 13:50:53, 862 ნახვა
კომენტარი
მამუკა ვასაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: მაკრატლის თემით ხდებოდა სპეკულირება
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. კომისიის წევრების კითხვებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ქალაქ თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე, კონსტანტინე სირაძე პასუხობენ. მამუკა ვასაძემ საქმეში მისი ჩართულობის შესახებ განმარტება გააკეთა და ის ფაქტორები გამოყო, რაზეც მედიასთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. „ინფორმაცია ძირითადად რასაც ვიხსენებ , ჩართვა რასთან დაკავშირებითაც იყო საზოგადოებაში არსებული კითხვები ჩემთვის პრინციპსი მედიით იყო ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით, კითხვები შეეხებოდა ფარდულს , შეეხებოდა დანის გაღუნვის თემას , შეეხებოდა მაკრატელს რომელზეც ექსპერტები სხვადასხვა ვერსიებს გამოთქვამდნენ , შეეხებოდა ექსპერტიზის დასკვნას , ჭრილობებს , ამ საკითხთან დაკავშირებით მოვისმინე პასუხები ის რომ ფარდულთან დაკავშირებით ფარდული , მედიაში ვრცელდება რომ ტითქოს ფარდული საგამოძიებო დანაყოფებმა დაანგრიეს და მოვისმინე პასუხი რომ ამასთან არანაირი შემხებლობა არ ქონიათ და პროცესუალურადაც შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულებამდე , ეს პასუხი გავეცი საზოგადოებას მოვისმინი დანის გაღუნვასთან დაკავშირებით ინფორმაცია რომელიც ეს იყო საექსპერტო კვლევის მეთოდიკის შესაბამისად და არ იყო ვიღაცის ხელოვნურად მტკიცებულების ფალსიფიკაციისთვის განხორციელებული ესეც ამ ფორმით გავეცი, მოვისმინე მაკრატელთან დაკავშირებული ინფორმაცია და ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ამ ინფორმაციას როცა ვიღებდი იმიტომ რომ მედიით ვრცელდებოდა თითქოს იქ მაკრატლით მოხდა დაჭრა და ასე შემდეგ , ამით ხდებოდა ამ თემით სპეკულირება საზოგადოებაში, ბუნებრივია მოვისმინე რომ მაკრატელი იყო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი და დაკითხული იყო ამ ასთან დაკავშირებით პირველადი სამედიცინო დახმარების აღმომჩენი ბრიგადის წევრები რომლებსაც ეკუთვნოდა ეს მაკრატელი და ესეც დადასტურებული იყო“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)