|
2018-07-25 12:36:30, 738 ნახვა
კომენტარი
ზაალ უდუმაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს ფეხი შეაწმინდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. უდუმაშვილი არ გამორიცხავს, ქვეყანაში ხმაურიანი პროცესები დაიწყოს. „ფეხი შეაწმინდა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს და ყველაფერი, რაც მისი აზრით, ცუდი ხდება ქვეყანაში, არის კვირიკაშვილის და იმ მინისტრების ბრალი, რომლებსაც დღეს იბარებენ პროკურატურაში. შესაბამისად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ძალიან ხმაურიანი პროცესები დაიწყოს ქვეყანაში კვირიკაშვილის და მისი მეგობარი მინისტრების წინააღმდეგ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშილმა გუშინ, საზოგადეობრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას მართვა აღარ შეეძლო.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)