|
2015-06-02 20:07:30, 394 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგას და ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგას და ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველო ესტონეთის მხარდაჭერას იღებს. "საქართველოში ბატონი ტოომას ჰენდრიკ ილვესის ბოლო ვიზიტი 2008 წელს შედგა, იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიჭირდა და ის იდგა ჩვენ გვერდით. ამიტომ პირადად მინდა ჩვენს მეგობარს მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მთელ ესტონელ ხალხს, რადგან წლების განმავლობაში ვიღებთ იმ მხარდაჭერას ჩვენი ესტონელი პარტნიორებისგან, რომელიც გვჭირდება სერიოზული გეგმების მისაღწევად. ეს ეხება, როგორც ჩვენს ევროინტეგრაციულ პროცესებს, ისე ევროატლანტიკურ დღის წესრიგს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ესტონეთის პირველი პირის ვიზიტი კიდევ უფრო ახალ იმპულსს მისცემს იმ ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. "იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი ჩვენს ურთიერთობებს, რომლებიც ვითარდება, ფაქტობრივად, ყველა სფეროში, მისცემს კიდევ უფრო ახალ, დინამიურ განვითარებას", - აღნიშნა მარგველაშვილმა. ამასთან, მან მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ესტონეთი არა მარტო პოლიტიკურად - ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკურ ფორუმების ფარგლებში, არამედ "პიროვნულადაც" ეხმარება საქართველოს. "ის გზა, რომელიც ესტონეთმა საბჭოთა კავშირის მეკავშირე რესპუბლიკიდან ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყანამდე განვლო, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ ამ გზას და წარმატებას, რასაც ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ მიაღწია. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში, ასევე რეგიონში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომლებიც დგას არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, არამედ, ფაქტობრივად, მთელი ევროპული უსაფრთხოების წინაშე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)