|
2015-06-01 15:12:56, 412 ნახვა
პოლიტიკა
2014 წელს შრომის ანაზღაურებაში ყველაზე მეტი თანხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა
2014 წლის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა ხელფასებსა და პრემიებზე ჯამში 9,070,467 ლარი დახარჯეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე დიდი შრომის ანაზღაურება თანამშრომლებზე გასულ წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გასცა. პარტიამ ხელფასებსა და პერემიებზე 2,025,590 ლარი დახარჯა (საბიუჯეტო შემოსავალი – 3,290,593 ლარი). შრომის ანაზღაურებაზე გაცემული თანხებით მეორე ადგილზე "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაა”, რომელმაც საკუთარ თანამშრომლებზე ხელფასისა და პრემიის სახით 1,980,358 ლარი გასცა (საბიუჯეტო შემოსავალი 2,029,387 ლარი). მესამე პოზიცია კი 1,222,954 ლარით "ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" უჭირავს (საბიუჯეტო შემოსავალი – 2,568,700 ლარი). სხვა პოლიტიკური პარტიების მაჩვენებლები ასეთია: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 220,339 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 640,890 ლარი), "თავისუფალი დემოკრატები" – 192,951 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 481,832 ლარი) "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" – 171,014 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 598,697 ლარი), "კონსერვატიული პარტია" – 50, 150 ლარი ("კონსერვატორებს" საბიუჯეტო შემოსავლის სახით მიღებული აქვთ 642,443 ლარი), "ეროვნული ფორუმი" – 302,441 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 642,443), "რესპუბლიკური პარტია – 139, 500 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 605,443 ლარი), "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" – 311,970 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 642,443 ლარი), "ლეიბორისტული პარტია" – 382,669 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 373,295 ლარი), "საქართველოს გზა" – 376,946 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 468,385 ლარი), "ქართული დასი" – 32, 500 (საბიუჯეტო შემოსავალი არ მიუღია), "ევროპელი დემოკრატები" – 92,507 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 172,313 ლარი), "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" – 503,066 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 542,939 ლარი), "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 40,985 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი მიღებული არ აქვს), "სამართლიანი საქართველოსთვის" – 505,018 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი 614,492 ლარი), "თავისუფალი საქართველო" – 22,541 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი არ მიუღია), "მწვანეთა პარტია" – 325 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი მიღებული არ აქვს), "ახალი მემარჯვენეები" – 69,812 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 116,637 ლარი), "ხალხის პარტია" – 426,830 ლარი (საბიუჯეტო შემოსავალი – 469,347 ლარი), "რეფორმატორებს" კი 2014 წლის განმავლობაში ხელფასებზე ხარჯი არ გაუწევია.
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)