20:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 09:04:38, 394 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა მატროსოვის საკანში ჯდომას ნიშნავს

„დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა მატროსოვის  6 კვადრატულ მეტრს და საკანში ჯდომას  ნიშნავს“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  „იმედის კვირასთან“  საუბრისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში, მას შეუძლია ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს.

„ვფიქრობ, ორი წელი საკმარისზე მეტი ვადაა. საქართველოში მოქალაქეობის ჩამორთმევა არის პრეზიდენტის საქმე, თუ საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან იმ მომენტში, როდესაც დავრბრუნდები საქართელოში და ეს მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ხალხი როგორც გააუქმებინებს სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც ჩემზეა აღძრული, ასევე იზამს მოქალაქეობაზე. 
ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როდესაც ჩამოვიდა და გახდა ლიდერი, ივანიშვილი არ ყოფილა მოქალაქე როცა დარბოდა და საარჩევნო კამპანიებს ატარებდა და გახდა ლიდერი, ასე რომ, ეს მოქალაქეობა არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება?
დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს მატროსოვის 6 კვადარატულ მეტრს, საკანში ჯდომას, სხვა ჩემს მეგობრებთან ერთად“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში  ოდესის ოლქის გუბერნატორად  დაინიშნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics