|
2018-05-10 17:30:50, 1532 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „Elbit“-ის ახალი ქარხნის მთავარი შედეგი წლიურად 60 მლნ დოლარის ექსპორტი და 300 სამუშაო ადგილის შექმნაა
„Elbit"-ის ახალი ქარხნის გახსნით დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგი და ის წლიურად უნდა გამოიხატოს დამატებით 60 მლნ დოლარის ექსპორტში, 300 სამუშაო ადგილის შექმნაში. ეს არის ისრაელიდან ერთობლივი კომპანიების შექმნისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კარგი მაგალითი, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას",- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ქუმსიშვილი „საპარტნიორო ფონდისა" და ისრაელის კომპანია „Elbit Systems Cyclone"-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნას დაესწრო. ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.) პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადაჭარბებს. პროდუქციის პოტენციური მყიდველები მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები იქნებიან. ქარხნის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჯამური ინვესტიცია 93 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თვითმფრინავების კომპოზიტური მასალების წარმოების ქარხანა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი საწარმო შექმნის დამატებით ღირებულებას, წარმოებულ პროდუქციას კი გამოიყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ბოინგი", „ეარბასი" და სხვ. მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და სამსახურში აყვანილი სპეციალისტები გადამზადებას ისრაელში გაივლიან. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „Elbit"-ის ახალი ქარხანა რეგიონული მასშტაბით არ არსებობს. მისი თქმით, ისრაელის კომპანიას ფილიალის გასახსნელად რამდენიმე ალტერნატიული ლოკაცია ჰქონდა, თუმცა არჩევანი საქართველოზე გააკეთა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „Elbit"-მა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გათვალისწინებით მიიღო.
(NS)
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)