|
2026-10-05 13:47:05, 253 ნახვა
პოლიტიკა
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ირანის სამთავრობო ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოზეც ისაუბრა. მედვედევის თქმით, თავდაპირველად დასავლურმა სამყარომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა, რამაც მისი შეფასებით კარგი არაფერი მოუტანა ქვეყანას, მედვედევი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას ხედავს და არასწორ გადაწყვეტილებად აფასებს. "რაც შეეხება ჩვენთვის, რუსეთის ფედერაციისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, მოკლედ ვიტყვი: ეს არის გამარჯვება იმ ძალებზე, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანას უპირისპირდებიან. ეს არის დასავლური სამყარო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად უბედურ უკრაინას იყენებს... რაც შეეხება კავკასიას, დიახ, ზოგიერთი სახელმწიფო ახლა იქ რაღაცის არევას ცდილობს. ცდილობენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაყოფას. ეს სიმართლეა. ჩვენ ამას სიფრთხილით ვაკვირდებით. შეხედეთ, თავდაპირველად დასავლურმა სამყარომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა. ამან კარგი არაფერი მოიტანა. საქართველო დღემდე ნატოს წევრი არ არის. მის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ესმის, რომ, როგორც ჩანს, ეს არასწორი მიდგომა იყო. ყოველივე ამან კონფლიქტამდე მიგვიყვანა", - თქვა მედვედევმა.
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)