|
2018-05-05 20:20:07, 2120 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა
„დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია, თუმცა, ჩვენ, ქართველებს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალშaი ევროგაერთიანების სრულფასოვანი წევრები გავხდებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც რიყეზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო ევროკავშირს ყოველდღიურად უახლოვდება. „მნიშვნელოვნად იზრდება ვაჭრობა - მხოლოდ პირველ სამ თვეში ვაჭრობა ევროკავშირთან 28 პროცენტით გაიზარდა. ყოველწლიურად ევროკავშირი საქართველოს 100 მილიონი ევროთი ეხმარება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი ევროკავშირთან. ჩვენი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამეცნიერო ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად პატარებისთვის იყო შექმნილი. იქვე მუშაობდა ტექნოპარკის ფაბლაბში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ვორქშოფები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, ციფრული ხატვის კუთხე. გარდა ამისა, სპეციალურად ფუნქციონირებდა უსინათლოთა საინფორმაციო კუთხე, ხოლო აქტივობების თარგმნა შესაძლებელი იყო ჟესტურ ენაზე.
(NS)
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
კალაძე - სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს
მრავალჯერ ნასამართლებმა პირმა სოფელ ინგირში ერთი ადამიანი დაჭრა და მიიმალა - იგი დააკავეს
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღსრულებას ან აფერხებს ან არ ასრულებს - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)